პროექტების შექმნა და გამოყენება სასწავლო მიზნების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტებით სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად დაინახონ სწავლა-სწავლების პროცესი. რადგანაც პროექტების გამოყენება პრაქტიკულ მუშაობას მოითხოვს მოსწავლეებისაგან, ისინი მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს და მათთვის საინტერესო და ძნელად მისაღწევ სასწავლო მიზნებს უფრო მარტივად და ხალისით აღწევენ.
პედაგოგებს საშუალება გვაქვს, უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ მოსწავლეთათვის სწავლების პროცესი, მივაჩვიოთ ისინი მიღებული ცოდნის ავთენტურად გამოყენებას, სიძნელეთა დაძლევას, განვუვითაროთ მათ კვლევის უნარები, შევაჩვიოთ გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია, გააკეთონ დასკვნები მოცემული პრობლემების შესახებ, დასახონ ამპრობლემათა გადაჭრის გზები, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და უფროსებთან, გააკეთონ მიღებული შედეგების შეფასება-თვითშეფასება.

ტრენინგმა საშუალება მოგვცა სხვადასხვა საგნების ინტეგრაცია გაგვეკეთებინა დასახული სასწავლო მიზნების მისაღწევად. გამოგვეყენებინა ისტ ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში უფრო ეფექტურად, გვეთანამშრომლა ერთმანეთთან, რათა უკეთ მიგვეღწია იმ მიწნებისათვის, რასაც ვისახავთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე.
ჩვენი პროექტის ფარგლებში შევქმენით საინტერესო მასალა, როგორც მოსწავლის ნაშრომები, ასევე შემაჯამებელი პრეზენტაცია.